ბოლნისის სიონი ქართულ ქრისტიანულ საკულტო ნაგებობათა შორის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი სამნავიანი ბაზილიკაა შვერილი ნახევრაწრიული აფსიდით, ღია თაღოვანი გალერეით ჩრდილოეთ ფასადის გაყოლებით (მთელს სიგრძეზე), მეორე მცირე თაღოვანი გალერეით და სანათლავი ოთახით სამხრეთის მხარეს. ნაგებია მომწვანო ფერის კარგად თლილი კვადრებით. დასავლეთი კედლის სამშენებლო მასალაში ჭარბობს აგური, რაც გვიანი ხანის რესტავრაციის შედეგია. Nნავები გაყოფილია ჯვარისებრი გეგმის მქონე ბოძების ხუთი წყვილით. სამივე ნავი გადახურულია საერთო ორკალთიანი სახურავით. თუმცა შუა ნავი სხვებზე მაღალი და განიერია, გარედან იგი არ გამოიყოფა. შუა ნავი სრული კამარით ხოლო გვერდითა ნავები ნახევარკამარებით იყო გადახურული. ტაძარში შესასვლელი იყო არა დასავლეთიდან (დღევანდელი კარი XVII საუკუნეშია გაჭრილი), არამედ სამხრეთიდან ერთი, ორი კი ჩრდილოეთიდან. გვაქვს სადიაკვნე და სამკვეთლო-მღვდელთმსახურებისთვის საჭირო დამატებითი სადგომები საკურთხევლის სამხრეთით და ჩრდილოეთით (ჩნდება VI საუკუნიდან). ცალკეა გამოყოფილი სანათლავი (რაც მოგვიანებით აღარ გვხდება; მხოლოდ ერთ შემთხვევაში). შესასვლელების თავზე ღია ლუნეტებია, თაღებსა და კამარებს ნალისებრი მოხაზულობა აქვთ (გავრცელებული იყო მხოლოდ VII საუკუნემდე).
ბოლნისის სიონში პირველად ვხვდებით სკულპტურული და ორნამენტული სამკაულის გამოეყენებას. ბარელიეფებითა და ჩუქურთმებით შემკულია ჩრდილოეთის გალერეა, ნავის პილასტრების და ბაპტისტერიუმის (სანათლავის) ცალკეული ბაზისები და სვეტისთავები. ინტერიერში არის გვიანი მახტვრობის ფრაგმენტები
აკაურთა
აკაურთა - სოფელი ბოლნისის რაიონში (ბოლნისის ეპარქია). შუა ხრამის მთისწინეთში, მდინარე მაშავერის მარცხენა მხარეს... ზღვის დონიდან 720 მ., ბოლნისიდან 12 კმ-ზე. ზღვის დონიდან 720 მ-ზე... აკაურთაშია მსხვილი თლილი კვადრებით ნაშენი ეკლესია (V-VI სს.), რომელსაც აღმოსავლეთით შვერილ - წახნაგოვანი აბსიდა აქვს. როგორც ჩანს, ეკლესიის ნავი სვეტებით იყო დანაწევრებული. შემორჩენილია რამდენიმე რელიეფური გამოსახულება. აკაურთა სამნავიანი ბაზილიკა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა (მოგვიანებით ბაზილიკის ოთხი სვეტი მოანგრიეს და სამი ნავის ნაცვლად ერთიანი სივრცე მიიღეს). ეკლესიის ზომებია გარედან: სიგრძე - 15,5 მ, სიგანე 10 მ, სიმაღლე შიგნით 8 მ. ძეგლი რეაბილიტირებულია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2007 - 2008 წლებში.
აკვანება
ეს ადრინდელი ფეოდალური ხანის ერთნავიანი ეკლესიების ნიმუშებია. ორივე ბოლნისის რაიონში მდებარეობს. სოფ.აკაურთა ბოლნისის დასავლეთითაა, შვიდიოდე კმ. მანძილზე, მდ.მაშავერას მარცხენა ნაპირზე. ეს არის მშვენივრად გათლილი ქვის დიდი კვადრებით მოპირკეთებული შენობა, რომელიც ერთადერთი ფართო სწორკუთხა ნავისა და შვერილი აფსიდისაგან შედგება. აფსიდი გარედან წახნაგოვანია. უჩვეულოა ნავის ასეთი სიგანე და აფსიდის სივიწროვე მასთან შედარებით (ორჯერ უფრო ვიწროა). დამახასიათებელია თაღების ნალისებრთ ფორმა, რაც მხოლოდ ადრეულ ხანაში გვხვდება. ორნამენტული მორთულობა, ძალიან მაღლი ხარისხისა (სამხრეთის კარის ანყოლები და არქიტრავი, სამხრეთისავე სარკმლის თაღი, ჩრდილოეთის ფასადის მოჩუქურთმებული ქვები, შიგნით აფსიდის იმპოსტები), თავისი ხასიათით ბოლნისის სიონისას ენათესავება. ძეგლი V-VI საუკუნეთა მიჯნას მიეკუთვნება. მისი ზომებია გარედან: სიგრძე - 15,5 მ., სიგანე - 10 მ., სიმაღლე შიგნით - 8 მ-მდე.
წერლობითი წყარო : ვ. ბერიძე