ბოლნისის სიონში პირველად ვხვდებით სკულპტურული და ორნამენტული სამკაულის გამოეყენებას. ბარელიეფებითა და ჩუქურთმებით შემკულია ჩრდილოეთის გალერეა, ნავის პილასტრების და ბაპტისტერიუმის (სანათლავის) ცალკეული ბაზისები და სვეტისთავები. ინტერიერში არის გვიანი მახტვრობის ფრაგმენტები
აკაურთა
აკაურთა - სოფელი ბოლნისის რაიონში (ბოლნისის ეპარქია). შუა ხრამის მთისწინეთში, მდინარე მაშავერის მარცხენა მხარეს... ზღვის დონიდან 720 მ., ბოლნისიდან 12 კმ-ზე. ზღვის დონიდან 720 მ-ზე... აკაურთაშია მსხვილი თლილი კვადრებით ნაშენი ეკლესია (V-VI სს.), რომელსაც აღმოსავლეთით შვერილ - წახნაგოვანი აბსიდა აქვს. როგორც ჩანს, ეკლესიის ნავი სვეტებით იყო დანაწევრებული. შემორჩენილია რამდენიმე რელიეფური გამოსახულება. აკაურთა სამნავიანი ბაზილიკა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა (მოგვიანებით ბაზილიკის ოთხი სვეტი მოანგრიეს და სამი ნავის ნაცვლად ერთიანი სივრცე მიიღეს). ეკლესიის ზომებია გარედან: სიგრძე - 15,5 მ, სიგანე 10 მ, სიმაღლე შიგნით 8 მ. ძეგლი რეაბილიტირებულია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2007 - 2008 წლებში.
აკვანება
ეს ადრინდელი ფეოდალური ხანის ერთნავიანი ეკლესიების ნიმუშებია. ორივე ბოლნისის რაიონში მდებარეობს. სოფ.აკაურთა ბოლნისის დასავლეთითაა, შვიდიოდე კმ. მანძილზე, მდ.მაშავერას მარცხენა ნაპირზე. ეს არის მშვენივრად გათლილი ქვის დიდი კვადრებით მოპირკეთებული შენობა, რომელიც ერთადერთი ფართო სწორკუთხა ნავისა და შვერილი აფსიდისაგან შედგება. აფსიდი გარედან წახნაგოვანია. უჩვეულოა ნავის ასეთი სიგანე და აფსიდის სივიწროვე მასთან შედარებით (ორჯერ უფრო ვიწროა). დამახასიათებელია თაღების ნალისებრთ ფორმა, რაც მხოლოდ ადრეულ ხანაში გვხვდება. ორნამენტული მორთულობა, ძალიან მაღლი ხარისხისა (სამხრეთის კარის ანყოლები და არქიტრავი, სამხრეთისავე სარკმლის თაღი, ჩრდილოეთის ფასადის მოჩუქურთმებული ქვები, შიგნით აფსიდის იმპოსტები), თავისი ხასიათით ბოლნისის სიონისას ენათესავება. ძეგლი V-VI საუკუნეთა მიჯნას მიეკუთვნება. მისი ზომებია გარედან: სიგრძე - 15,5 მ., სიგანე - 10 მ., სიმაღლე შიგნით - 8 მ-მდე.
წერლობითი წყარო : ვ. ბერიძე